ახალი ამბებიხელოვნება

ჯგუფი LEBANON HANOVER თბილისში კონცერტს გამართავს

5 ოქტომბერი, 2018 • 3485
ჯგუფი LEBANON HANOVER  თბილისში კონცერტს გამართავს

ბრიტანულ-გერმანული დარქვეივ ჯგუფი LEBANON HANOVER საქართველოში ჩამოდის. ჯგუფი მსმენელის წინაშე ცოცხალი პერფორმანსით საკონცერტო დარბაზ Spacehall-ში, პროექტ Muzame-ს ფარგლებში წარდგება. ღონისძიება 20 ოქტომბერს, 20:00-ზე დაიწყება.

“საუკეთესო ბრიტანული ბენდი, რომლის შესახებაც ცოტას თუ სმენია” – ასე მოიხსენია ჯგუფი ჟურნალმა “The Terrorizer”. ის 2010 წელს დაარსდა და ძირითადად ალტერნატიულ ჟანრზე ორიენტირდება.

“Lebanon Hanover მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ მინიმალისტური, DIY მიდგომითა და ანდროგენული იმიჯით ხიბლავს მსმენელს არამხოლოდ ევროპაში, ბრიტანეთსა და შტატებში, არამედ სამხრეთ ამერიკასა და იაპონიაში.

Lebanon Hanover მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ მინიმალისტური, DIY მიდგომითა და ანდროგენული იმიჯით ხიბლავს მსმენელს არამხოლოდ ევროპაში, ბრიტანეთსა და შტატებში, არამედ სამხრეთ ამერიკასა და იაპონიაში. მათი ინსპირაციის წყარო 80-იანების ესთეტიკასთან ერთად ბრიტანეთის სანაპიროები, ღამის ტყეები და ბერლინის ურბანიზმია.

Lebanon Hanover-ის მუსიკაში 80-იანების პოსტპანკ ჟღერადობისა და დარქვეივის სინთეზი მაქსიმალურად სადაა, ღრმა, მძიმე ბასებითა და დახვეწილი გიტარის აკორდებით, რომელსაც ლარისა აისგლესის დაბალი ვოკალური ტონალობები ერთვის თან”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერით ნაწილში.

თავად ჯგუფი საკუთარ შემოქმედებასა და მიზნებს ასე აღწერს:

“ჩვენ ამ სამყაროში ადგილს ვერ ვპოულობთ, ამიტომაც ვქმნით ახალ სამყაროს, ახალი სახელით. ლიბანი და ჰანოვერი – ამ ადგილებს არანაირი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ თუ მათ შორის რაიმე კავშირს წარმოვიდგენთ, ეს სივრე უმშვენიერესია”.

მსურველებს კონცერტის ბილეთების შეძენა Spacehall.com-ზე უკვე შეუძლიათ. ფასები 25-დან 40 ლარამდე მერყეობს.

ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი Muzame მარტში 2 წლის გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი