ფოტო ▶ ილია II-მ და თურქეთის ელჩმა ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და განიხილეს მისი გაღრმავების გზები.

“გამოთქმული სურვილების შესახებ აუცილებლად გვექნება საუბარი შესაბამის პირებთან და ყველაფერს გავაკეთებთ თურქეთ-საქართველოს შორის მეგობრობის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის,” – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

ილია მეორე, მოსაყდრე შიო და ფატმა სერენ იაზგანი. ფოტო: საპატრიარქო

ფატმა სერენ იაზგან, თურქეთის ელჩი. საქართველოს საპატრიარქო, თბილისი. 04.10.2018. ფოტო: საპატრიარქო

თურქეთის ელჩი, ფატმა სერენ იაზგან საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა. ფოტო: საპატრიარქო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.