ახალი ამბები

ვინ არიან სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები – სია

4 ოქტომბერი, 2018 • 18850
ვინ არიან სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები – სია

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, 1-3 ოქტომბერს, ჯამში, მილიონამდე ლარი შესწირეს. შემომწირველებს შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსი ივანიშვილი. სალომე ზურაბიშვილისთვის ათეულობით ათასი ლარი არაერთი ქართული კომპანიის მენეჯერმა თუ მეწილემ გაიღო. ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ პირთა სიას, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს 10 ათას ლარზე მეტი შესწირეს.

  1. ბონდო ომიანაძე, 60 ათასი ლარი – ბიზნესმენი, ფლობს წილებს ელექტროსამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი, ასევე შპს კოსოში;
  2. გოჩა იაკობაშვილი, 30 ათასი ლარი – “ქართულ ოცნებას” 2016–2017 წლებში, ჯამში, 70 ათასი ლარი შესწირა. იაკობაშვილი სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ფლობს წილებს;
  3. ზურაბ დარახველიძე, 50 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 60 ათასი ლარი. არის მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეანო განყოფილების უფროსი;
  4. პალიკო კინტრაია, 10 ათასი ლარი – 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 60 ათასი ლარი. მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  5. ნიკოლოზ კინტრაია, 20 ათასი ლარი – 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 100 ათასი ლარი. მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი;
  6. გიორგი თავბერიძე, 20 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი;
  7. ალექსი ივანიშვილი, 45 ათასი ლარი – ბიძინა ივანიშვილის ძმა. 2012, 2016 და 2017 წლებში “ქართულ ოცნებასა” და მის კოალიციაში შემავალ პარტიებს, ჯამში, 128 ათასი ლარი შესწირა. არის “დუგლაძეების ღვინის კომპანიის”, ასევე, სამშენებლო კომპანია “ციტადელისა” და სხვა კომპანიების პარტნიორი;
  8. დავით შენგელია, 60 ათასი ლარი – 2012 წლის აგვისტოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 60 ათასი ლარი, 2017 წელს კი “ქართულ ოცნებას” – 55 ათასი ლარი; არის ბიზნესმენი, შპს “კასა ჯის” დირექტორი, ასევე კომპანია “ქლინ ვორდის” პარტნიორი, “კაპაროლ ჯორჯიას” წარმომადგენელი და ა.შ.
  9. რევაზ სულუხია, 10 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი; მეან–გინეკოლოგი, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი;
  10. ვახტანგ შელია, 10 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 30 ათასი ლარი;
  11. გიორგი ქსოვრელი, 60 ათასი ლარი – 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 60 ათასი ლარი; შპს სიფუდის ხელმძღვანელი, ასევე შპს სიფუდ გრუპის დირექტორი და შპს Food Import-ის პარტნიორი;
  12. ირაკლი ცეკვაშვილი – 60 ათასი ლარი; შპს აისპბერგ ფოთის დირექტორი;
  13. სერგო გალუსტიანი – 60 ათასი ლარი; 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი; კომპანია “Llc Mega B”-სა და  შპს ად მედიას დირექტორი, ასევე შპს ედ სპრეისისა და შპს პრინტ ვიჟენის პარტნიორი;
  14. ნატა ყაზახაშვილი – 50 ათასი ლარი; 2016 წლის 9 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, არის ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი;
  15. გიორგი თანანაშვილი – 60 ათასი ლარი; კომპანიების – მედ ბათუმი, ველს მენეჯმენტი, ელიტ-ვეძისი, რივერსაიდ დიღომი, სქაი თაუერსი – დირექტორი;
  16. ნიკა მერაბიშვილი – 60 ათასი ლარი – შპს-ების ლი-მე-ფო, მობი-კოფეინი, დემაქს გრუპი, დემაქს შროშა, ენ გრუპი ონიაშვილზე – დირექტორი;
  17. ვლადიმერ სტეფანიანი – 60 ათასი ლარი; 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 2 500 ლარი; სამშენებლო კომპანია “ბაკურიანი ბიზნეს გრუპისა” და შპს კრისტალსერვისის დირექტორი და პარტნიორი;
  18. კახა კალაძე – 50 ათასი ლარი; 2012-18 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 170 675 ლარი; თბილისის მერი;
  19. ავთანდილ გულიკაშვილი – 60 ათასი ლარი; 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 18 ათასი ლარი, 2017 წელს კი, “ქართულ ოცნებას”- 50 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი