ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების განათლების რუსული პერსპექტივები

11 აპრილი, 2014 • • 2018
აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების განათლების რუსული პერსპექტივები

“სკოლის მასწავლებლებისთვის ტარდება ტრენინგები, მუშავდება ერთობლივი პროექტები, რომელიც რუსეთის ისტორიას, ენასა და ლიტერატურას ეძღვნება. ტრადიციული გახდა რუსული ენისა და ლიტერატურის დღეები აფხაზეთის სკოლებში,”- განაცხადა დაურა ნაჭყებიამ.


მისი ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში მოსკოვის “თანამედორვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ცენტრმა” პროგრამის – “თანამედროვე ტექნოლოგიები რუსული ენის სწავლებაში” ფარგლებში – აფხაზეთში მომუშავე 120 რუსული ენის პედაგოგისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაატარა

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციითვე, აფხაზი მოსწავლეები კრასნოდარის [რუსეთის ფედერაცია] მხარეში გამართულ რუსული ენის ოლიმპიადებში მონაწილეობენ. საახალწლოდ კი, მოსწავლეები მოსკოვში, კრემლში, საახალწლო ნაძვის ხეზე დასასწრებად მიჰყავთ.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ სტუდენტს, რომლებიც სტაჟირებისთვის ჩეხეთში მიემგზავრებოდნენ, მოსკოვში არსებულმა საკონსულომ ვიზების გაცემაზე უარი განუცხადა. მაშინ საკონსულოს თანამშრომელმა ეს ფაქტი ახსნა იმით, რომ ჩეხეთს აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული არ ჰყავს.

 

მსგავსი შეზღუდვა აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს 2009 წელსაც ჰქონდათ, როდესაც ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე დასასწრებად საჭირო ვიზები ინდოეთის საკონსულომ არ მისცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი