ბაქრაძე 13.2%, ვაშაძე – 13%, ზურაბიშვილი 10.2% – ევროპული საქართველოს კვლევა

ევროპულმა საქართველომ მათი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე მათი კანდიდატი – დავით ბაქრაძეა და მცირედით უსწრებს მეორეადგილოსან გიორგი ვაშაძეს.

კვლევის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა 62% აპირებს.

  • დავით ბაქრაძე – 13.2%
  • გრიგოლ ვაშაძე – 13%
  • სალომე ზურაბიშვილი – 10.2%
  • შალვა ნათელაშვილი – 4.6%
  • სხვა კანდიდატები – 5.2%
  • გადავხაზავ ყველას – 7.2%
  • უარი პასუხზე – 5.5%
  • ჯერ არ გადამიწყვეტია – 41.29%

ევროპული საქართველოს ცნობით, კვლევა მათი დაკვეთით ბი-სი-ჯიმ ჩაატარა 15-22 სექტემბერს. სულ ქვეყნის მასშტაბით 1505 ადამიანი გამოკითხეს კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, ხოლო კვლევის სანდობა არის  95%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com