ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

10 აპრილი, 2014 • • 1815
აზერბაიჯანის დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

როგორც ირკვევა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეის დღევანდელ სესიაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა აზერბაიჯანის 11 დელეგატიდან 6-მა მიიღო. ერთმა მათგანმა [საბირ გაჯიევმა] ხმა რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ მისცა, დანარჩენმა 5-მა დელეგატმა კი მხარი დაუჭირა. მათ შორის, ვინც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, დელეგაციის ხელმძღვანელი სამედ სეიდოვია.  

 

PACE-ს დღევანდელ სესიაზე ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 173-მა დელეგატმა მიიღო, მათგან 140-მა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას, 16-მა მისი მიღების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 17-მა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

 

დღეს, 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე ყირიმის შემოერთების გამო რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.


გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციის ცვლილებას, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთს ეკრძალება ასამბლეის სტრუქტურებში მონაწილეობა და სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობა. 

 

რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების აუცილებლობის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, თინა ხიდაშელმა და ლევან ბერძენიშვილმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი