ოპონენტების ლანძღვას არ ვპასუხობ – ზურაბიშვილი თურქებთან დაკავშირებულ განცხადებაზე

“ოპონენტების არც ლანძღვაზე და არც კომენტარებზე დიდი ხანია არ ვპასუხობ”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტების კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც მის მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებას ეხებოდა.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ 2 ოქტომბერს, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკა:

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრაზე მყოფ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი