ახალი ამბები

ლორა თორნტონი ქართული არასამთავრობოების პროფესიონალიზმს აქებს

3 ოქტომბერი, 2018 • 2871
ლორა თორნტონი ქართული არასამთავრობოების პროფესიონალიზმს აქებს

NDI-საქართველოს ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროფესიონალიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათთან ერთად მუშაობა მისთვის პატივია. თორნტონი ამის შესახებ ფეისბუკზე საუბრობს.

“მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმუშავია, მაგრამ არავის მოუხდენია ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორც წამყვანი ქართული NGO-ების პროფესიონალიზმს, საქმისადმი ერთგულებას, ცოდნას. ISFED, TI, GYLA, IDFI და სხვები ყოველთვის მსახურობდნენ როგორც დამცველები, მკვლევრები, დამკვირვებლები, შემოუძახებდნენ ხელისუფლებებს – იქნება ეს “ქართული ოცნება” თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – როდესაც ისინი შეცდომებს უშვებდნენ და აქებდნენ მიღწევებისა და რეფორმებისთვის. ისინი ოპერირებენ რთულ გარემოში, სადაც ცხადი შეიძლება იყოს ილუზორული, მიუხედავად ამისა, ისინი ერთგული რჩებიან ფაქტებზე დაფუძნებული, კვალიფიციური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობისა თავიანთ საქმიანობაში. ჩემთვის მათთან ერთად მუშაობა პატივია”, – წერს ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი