ახალი ამბები

რუსთავში ელექროშოკური აპარატით 16კგ-მდე თევზი უკანონოდ დაიჭირეს

3 ოქტომბერი, 2018 • 1870
რუსთავში ელექროშოკური აპარატით 16კგ-მდე თევზი უკანონოდ დაიჭირეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთავში მოქალაქეებმა ელექტროშოკური აპარატით 16 კგ თევზი დაიჭირეს.

უწყების ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი