ახალი ამბები

კობახიძე: წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს “ოცნების” არცერთი ლიდერი

3 ოქტომბერი, 2018 • 6086
კობახიძე: წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს “ოცნების” არცერთი ლიდერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ყველა ლიდერი ღირებულებებით განსხვავდება სხვა პოლიტიკური ძალებისაგან.

“ყველა საქმეში რატომ ვართ, იცი, პირნათელი? იმიტომ, რომ კონკრეტულ ღირებულებებზე ვართ დაფუძნებული. ასე მუშაობს, მაგალითად, პარლამენტის სახელით შემიძლია ვთქვა, ამ შემთხვევაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერი. წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არცერთი. აი, ეს არის ჩვენი ღირებულებები და ამით განვსხვავდებით იმ ბინძური პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრე არსებობდა საქართველოში”, — განაცხადა კობახიძემ 2 ოქტომბერს.

კობახიძემ კიდევ ერთხელ უარყო ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მიმართ “ომეგა ჯგუფის” ბრალდებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი