კარვების დადგმის შეზღუდვაზე სარალიძის სარჩელის განხილვა 31 ოქტომბრამდე გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სარჩელის განხილვა, რომელიც კარვების დადმის შეზღუდვას ეხებოდა, 31 ოქტომბრამდე გადაიდო.

როგორც სარალიძე ამბობს, მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განხილვა 31 ოქტომბრამდე გადადო. ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს ზაზა სარალიძე, რომელიც 10 სექტემბრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობასთან აქციებს მართავს:

“მოსამართლემ 31 ოქტომბრამდე გადადო სხდომა, რაც პირდაპის მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოდან მართულია ეს მოსამართლეც. 31 ოქტომბრამდე თუ ჩვენ კარავი და პლედები არ გვექნება, გავყინულვართ. სასამართლო პირდაპირ ცდილობს, რომ უკანონობა ჩავიდინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონიერად ვიმოქმედოთ, მაგრამ არაფერს ითვალისწინებს მოსამართლე, შსს-ს დავალების გარდა”, – ამბობს ზაზა სარალიძე.

ამავე თემაზე:

სარალიძის მხარდამჭერები პარლამენტთან კარვის გაშლით კანონს არ არღვევდნენ – საია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.