ახალი ამბებისამართალი

კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს დაწვას უპირებდა, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

2 ოქტომბერი, 2018 • 1724
კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს დაწვას უპირებდა, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

დღეს, 2 ოქტომბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ყოფილი ცოლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 30 მაისს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.დ. ყოფილი ცოლის, ა.დ-ს სახლში შვილების წასაყვანად მივიდა, რაზეც ა.დ-მ უარი უთხრა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულით განაწყენებული ს.დ. ყოფილი ცოლის სახლში შეღწევის მიზნით კარს ძლიერად ურტყამდა, შემდეგ კი ყოფილ ცოლს გადაწვით დაემუქრა და სახლის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანიდან საწვავის ჩამოსხმას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ს.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი