ახალი ამბები

კალაძე: თბილისში, 60-ზე მეტ ლოკაციაზე ტაქსებისთვის უფასო სადგომები შეირჩა

2 ოქტომბერი, 2018 • 1612
კალაძე: თბილისში, 60-ზე მეტ ლოკაციაზე ტაქსებისთვის უფასო სადგომები შეირჩა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, 60-ზე მეტ ადგილას უკვე შეირჩა ტაქსებისთვის სადგომები, რომლითაც მძღოლები უფსოდ ისარგებლებენ.

კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის აღნიშნულ 60 ადგილზე მთლიანობაში 250-მდე მანქანისთვისაა სადგომი გათვალისწინებული:

ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე სხვა ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება:

„დღეის მდგომარეობით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსის მძღოლები აღნიშნული ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე:

ლიცენზირებული ტაქსების თეთრად შესაღებად მძღოლებს უფასო ვაუჩერს გადასცემენ

მასალების გადაბეჭდვის წესი