ახალი ამბები

უგულავა: როცა კოლოფიდან 2.5 თეთრი “ოცნებას” მიაქვს, სიგარეტს თავი უნდა დავანებოთ

2 ოქტომბერი, 2018 • 1953
უგულავა: როცა კოლოფიდან 2.5 თეთრი “ოცნებას” მიაქვს, სიგარეტს თავი უნდა დავანებოთ

“თითოეულ მოქალაქეს უნდა გვახსოვდეს, რომ 2.5 თეთრი [ომეგა ჯგუფის სიგარეტების] თითოეული კოლოფიდან მიდის “ქართული ოცნების” ჯიბეში. ანუ ის ადამიანები, ვისაც მოგწონთ ან არ მოგწონთ “ქართული ოცნება”, იძულებული ხართ, დააფინანსოთ “ქართული ოცნება”. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ასეთ ვითარებაში იქნება, რომ სიგარეტს [მოწევას] დავანებოთ თავი”, — აცხადებს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

უგულავამ ეს განცხადება რუსთავი2-ის გადაცემა “არჩევანში” გააკეთა 1 ოქტომბერს.

“მაგრამ სიგარეტს დავანებოთ თავი — ეს ერთია, მაგრამ პურის ჭამასაც ვერ დაანებებს თავს ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთეს ხორბალზე. იქაც იგივე კორუფციული გარიგება იყო”, -დასძინა უგულავამ.

უგულავა, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” რიგებშია, აცხადებს: “ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ერთვარი კარტელი და არაფორმალურად მართავს. გაცილებით უფრო ძლიერია ეს არაფორმალური რვაფეხას ფეხები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი