ახალი ამბები

სილქნეტზე სატელევიზიო ტარიფები 2 ლარით ძვირდება

1 ოქტომბერი, 2018 • 4220
სილქნეტზე სატელევიზიო ტარიფები 2 ლარით ძვირდება

სილქნეტი 2 ლარით ზრდის სატელევიზიო ტარიფს, რისი მიზეზიც, კომპანიის თქმით, 6 ქართული არხის მიერ რეტრანსლირებაზე ფასის დაწესება გახდა. ცვლილება შეეხება გლობალ ტვ-ის აბონენტებსაც.

სილქნეტის 29 სექტემბრის განცხადების თანახმად, 6 ქართული ტელეარხის — რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო, კომედი არხი — მოთხოვნით, ამ არხების რეტრანსლირება ფასიანი გახდა.

კომპანიის განცხადებით, მათ ერთი წლით შეძლეს, შეენარჩუნებინათ ამ 6 არხის ჩვენება ფასის უცვლელად, თუმცა:

“ამ 6 ქართული არხის  მოთხოვნით გადასახადის საკითხი კვლავ  დღის წესრიგში დადგა, რის შედეგადაც კომპანია იძულებულია სილქტვ-ის აბონენტებს 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაუზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება”.

თუ თქვენ პაკეტში 20 ლარს იხდიდით, ნოემბრიდან 22 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუ 9-ს იხდიდით, ნოემბრიდან 11-ს გადაიხდით და ა.შ.
იხილეთ პაკეტები, რომელთაც ეხება ფასის ცვლილება:

სილქნეტის განცხადებით, რეტრანსლირების საფასურის დაწესების მიუხედავად, კომპანიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ განახლებული „ორმაგი შეთავაზების“ პაკეტებით, უცვლელი ტარიფებით შეუნარჩუნდებათ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი. კომბინაციები, რომლებსაც არ ეხებათ ფასის მომატება:

„სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „ეკონომი“ 60 არხი 40 ლარად;

„სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და “კომფორტი“ 161არხი 48 ლარად;

„სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „პრემიუმი“ 200 არხი 60 ლარად;

რეგიონებისთვის „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „კომფორტი“ 161 არხი 27 ლარად.


სილქნეტმა 2017 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან და სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს ფასის უცვლელად შეუნარჩუნდებოდაა რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო და კომედი არხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი