ახალი ამბები

სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით შემოუძღვა რუსულ ჯარს – ბიძინა ივანიშვილი

1 ოქტომბერი, 2018 • 3463
სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით შემოუძღვა რუსულ ჯარს – ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული 2008 წლის ომში დაკავებული პოზიცია და ტერიტორიების დაკარგვა იყო.

ამის შესახებ ივანიშვილმა მმართველი გუნდის შეხვედრაზე განაცხადა.

“ყველაზე დიდი დანაშაული, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი მმართველობის პერიოდში ჩაიდინა, ალბათ, მაინც იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და, მით უმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ, დღეს ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ, ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და როგორ ოსტატურად მოახერხა მან (ის იყო ძირითადი), რომ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდეგ სააკაშილი პირდაპირი მნიშვნელობით შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს მოღალატეები ცდილობენ, ჩვენ და სალომე ზურაბიშვილს გადმოგვაბრალონ ღალატი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა მედიის მდგომარეობაზე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს.

“მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცისგან, დილიდან საღამომდე ეთერში იჯდა, სააკაშვილის ძირითადი პროფესია ეს იყო, მიღვაწეობის 80%-ს ამას მოახმარდა. გახსოვთ, გირგვლიანის და უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები. ამასთან უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა. საზოგადოებისთვის ეს დიდი ტრავმა და სტრესი იყო. ცდილობენ და უნდათ, ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და გირგვლიანის მკვლელობის იდენტური უნდათ გახადონ”, – დასძინა ივანიშვილმა,

 

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/2020904984640225/

მასალების გადაბეჭდვის წესი