ახალი ამბები

ომეგას ჩვენი დაახლოებით 84 მლნ ლარი ვალი აქვს – საქართველოს ბანკი

1 ოქტომბერი, 2018 • 2118
ომეგას ჩვენი დაახლოებით 84 მლნ ლარი ვალი აქვს – საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფს“  ბანკის მიმართ დავალიანება აქვს, რომელიც 84 მლნ ლარს აჭარბებს. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ კომპანია ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობს.

„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – საქართველოს ბანკისთვის მიუღებელია”,-წერია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა საქართველოს ბანკი რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა. ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბანკი მოიხსენია, როგორც მასთან დაახლოებული ბიზნესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი