ახალი ამბები

“ოცნების” თქმით, ყალბია ცნობა, რომ პარტია არჩევნებზე მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

30 სექტემბერი, 2018 • 2945
“ოცნების” თქმით, ყალბია ცნობა, რომ პარტია არჩევნებზე მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“ქართული ოცნების” პრესსამსახური არ ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებულ ცნობას, თითქოს პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მხარს “გირჩის” კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, – წერს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანა გოჩაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მედიასაშუალებებმა, მათ შორის, “ნეტგაზეთმა”, დღეს ირაკლი კობახიძის სახელით მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ “გირჩის” კანდიდატის მხარდამჭერი იქნება. ტექსტში წერია, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა შეცდომად მიიჩნია, რის გამოც, გადაწყვეტილება შეცვალა.

“გირჩი” აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი