ახალი ამბები

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა

30 სექტემბერი, 2018 • 2461
ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან და მის ლიდერ ლიდერ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს. შაბათს, დასავლეთ ვირჯინიაში მხარდამჭერებთან შეხვედირსას მან ამ საკითხზე კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიალოგის ფონზე, მას და კიმ ჩენ ინს “ერთმანეთი შეუყვარდათ”.

დაძაბულობის შემდეგ, წლის დასაწყისში, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს სინგაპურში შეხვდა, სადაც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილეს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, გასულ პერიოდში კიმ ჩენ ინი მას “სასიამოვნო წერილებს სწერდა”.

“მეც ძალიან შეუვალი ვიყავი და ისიც”, – თქვა ტრამპმა და დაამატა:

“შემდეგ კი ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა, იცით? არა, მართლა – ის სასიამოვნო წერილებს მწერდა, დიდებული წერილები იყო”, – თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპის რეპოლიკას აუდიტორიის მხრიდან სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა.

Ruters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მეორე შეხვედრას ამზადებს. თემა კვლავ ქვეყნის ბირთვული განიარაღება იქნება, თუმცა შეხვედრის ადგილი და დრო, ჯერჯერობით, ცნობილი არა არის.

მიუხედავად რიტორიკის გაუმჯობესებისა, ჩრდილოეთ კორეა თავისი არსენალის აღწერასთან და მის დათმობასთან დაკავშირებით აშშ-ს მოთოვნებს ისევ არ ასრულებს. როგორც Rueters აშშ-ს სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ამ მიმართულებით პროგრესი, ჯერჯერობით, არ შეინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი