შსს-ში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ დღეს რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს.
უწყების ცნობით, ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოძიება სისხლსი სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ის თანახმად, დაშავებულებს უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.