ახალი ამბები

სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

29 სექტემბერი, 2018 • 2112
სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

სლოვაკეთის პოლიციამ დააკავა რვა ადამიანი, რომლებსაც გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის, და მისი მეგობარი ქალის მკვლელობასთან კავშირში სდებენ ბრალს.

კუჩიაკი, რომელიც OCCRP-ისთან იყო აფილირებული, 2018 წლის თებერვალში მოკლეს. იმ დროს იგი OCCRP-სთან ერთად მუშაობდა იტალიური დანაშაულებრივი ჯგუფის, “ნდრანგენტას” საქმეზე. კუჩიაკის ნაშრომი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

პოლიციამ 27 სექტემბერს დააკავა ბრალდებულები.

კუჩიაკის მკვლელობამ პოლიტიკურ კრიზისს დაუდო სათავე, რაც საბოლოოდ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გადადგომით დასრულდა, მათ შორის პრემიერ მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის უფროსის.

გარეკანის ფოტო: სლოვაკეთის პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი