ახალი ამბები

სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს

29 სექტემბერი, 2018 • 2154
სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა ადამიანი დააკავეს. როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას უკავშირდება

სუს-ის ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კი შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

საინფორმციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გატაცებული 37 წლის ადგილობრივი მცხოვრები ქალია. როგორც სააგენტო სხვა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, ის გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავებულის ოჯახს, ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი