ახალი ამბები

ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში — დაღუპულია ასობით ადამიანი

29 სექტემბერი, 2018 • 3534
ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში — დაღუპულია ასობით ადამიანი

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, BBC-ის თანახმად, სულ მცირე, 380-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

28-29 სექტემბერს ქალაქ პალუში ათასობით შენობა ჩამოინგრა 7.5 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად. შენობების ნაწილი წყალმა წაიღო.

ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანახმად, 540 ადამიანია დაშავებული. მოსალოდნელაი დაღუპულთა რაოდენობის ზრდა.

“როცა [კატაკლიზმა] დაიწყო, ხალხი ჯერ ისევ პლაჟზე იყო, ვერ მოასწრეს გაქცევა”, ამბობს სააგენტოს პრეს-სპიკერი. პარასკევ საღამოს პლაჟზე ფესტივალი იყო დაგეგმილი, რომელზე დასწრებასაც ასობით ადამიანი აპირებდა.

დაზიანებული ქალაქის მთავარი საავადმყოფოც.

ზოგიერთი გიგანტურ ტალღებს იმით გადაურჩა, რომ 6-მეტრიან ხეებზე აცოცდა.

[შენიშვნა: მასალა განახლდა მას შემდეგ, რაც დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი გაიზარდა]

ფოტოები: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი