ახალი ამბები

ვაკის სასაფლაოსთან ხეები მოჭრეს

29 სექტემბერი, 2018 • 1722
ვაკის სასაფლაოსთან ხეები მოჭრეს

ვაკის სასაფლაოსთან 29 სექტემბერს, გამთენიისას, ხეები მოჭრეს. მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ ჭრა შეჩერდა.

“პარტიზანი მებაღეობის” აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელმაც გაავრცელა ხეების ჭრის შესახებ ინფორმაცია, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ეუბნებიან, რომ მერიის დავალებით ასრულებენ სამუშაოებს და “ტროტუარის გაგანიერების მიზნით იჭრება ხეები”.

თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე “გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოები საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება”. მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, “არ შეუშალონ ხელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში”.

მეორე პირდაპირ ეთერში ფერაძეს პოლიციელი ეუბნება, რომ “შესაბამისი სამსახურები მოიკვლევენ, რამდენად კანონიერად ხდებოდა ეს ყველაფერი”. აქტივისტებმა გამოიძახეს მერიის ზედამხედველობის სამსახურიც.

ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა დეტალების დასაზუსტებლად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტოები: ნატა ფერაძე, “პარტიზანული მებაღეობა”.

მოჭრილი ხეები ვაკის სასაფლაოსთან. 29.09.2018. ფოტო: ნატა ფერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი