ახალი ამბები

მწერალი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2018 • 2833
მწერალი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 28 სექტემბერს, ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე არაერთი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია. მისი შემოქმედება სხვადასხვა დროს არაერთ ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, უნგრულად, უკრაინულად, სომხურად და თურქულად ითარგმნა. თამაზ ჭილაძის პიესები საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა თეატრში იდგმებოდა.

წლების განმავლობაში მწერალი მუშაობდა საქართველოში გამოცემულ არაერთ ჟურნალში, 1997 წლიდან კი “მნათობის” მთავარი რედაქტორი იყო.

1957 წლიდან მწერალთა კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიები, ასევე, მაშინდელი დასავლეთ გერმანიის რადიოს პრემია. 1999 წელს კი კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა “საერთაშორისო ადამიანის” ნომინანტად დაასახელა.

თამაზ ჭილაძე ასევე ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ძმა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი