ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედოევი აცხადებს, რომ აშშ-მა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ფაროსანა შეუსია

28 სექტემბერი, 2018 • 5625
მედოევი აცხადებს, რომ აშშ-მა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ფაროსანა შეუსია

დღეს, 28 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებების ხელმძღვანელი რუსულ სახელმწიფო გამოცემა sputnik-ossetia-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოს მომავალს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ხედავს.

“მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირება, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არ არის, თუმცა იქ საინტერესო გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, ისევ გვიწვევენ თავისთან, მეგობრებსა და თანამოქალაქეებს გვიწოდებენ. ვფიქრობ, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი ბატონი ბახტაძე თავის ამერიკელ მეგობრებს ჰკითხავდა, როდემდე უნდა მიუსიონ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ფაროსანა? ქართველი პრემიერის მთელი გამოსვლა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც სამხრეთ ოსეთში აღმოჩენილია ფაროსანა. როგორ უნდა შეფასდეს ეს? – ამბობს მედოევი.

აქვე მედოევი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გზით გავრცელდა.

საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა, მისი გახსნის [2013] შემდეგ, ძირითადად წარმოადგენს რუსეთის და რუსული ინტერესების მქონე მედიასაშუალებების ინტერესს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას წარმოადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი