ახალი ამბები

აგვისტოში ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

28 სექტემბერი, 2018 • 1692
აგვისტოში ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 4.8%. აგვისტოს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მიმდინარე წლის სხვა თვეებთან შედარებით. წლევანდელი ზრდა 2017 წლის მაჩვენებელზეც დაბალია, გასული წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.3%-ით გაიზარდა.

წყარო: საქსტატი

2018 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მე-2 კვარტალში დაფიქსირდა, როცა მშპ 5.5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდი მართვდა ქვეყანას. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა საფინანსო, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში იყო.

საქსტატის თანახმად, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 27.1%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის მსგავსად, 21%-ით გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც.

წყარო: საქსტატი

აგვისტოში საქართველოდან 275.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, 762 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი კი შემოვიდა. 2018 წლის ექსპორტის მაჩვენებელი 2017 წლის იმავე პერიოდს მაჩვენებელს დაახლოებით 39 ათასი აშშ დოლარით აღემატება.  ანუ გასული წლის აგვისტოში საქართველოდან 236.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ახლად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით და 4 387 შეადგინა.

რაც შეეხება ბიუჯეტის მაჩვენებლებს, 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები მცირედით აღემატება იმავე პერიოდის 2017 წლის მონაცემებს. საქასტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ბიუჯეტში დაახლოებით 891 მლნ ლარი შევიდა, გასულ წლის აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 818 მლნ ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი