ახალი ამბები

თბილისში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

28 სექტემბერი, 2018 • 3619
თბილისში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

26 სექტემბერს თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ჯიპს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. დაღუპულიც და დაშავებულებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

  • რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 28 სექტემბერს ხუდადოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას გზა გადაკეტეს შუქნიშნის დაყენების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტერიტორიაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და ამის გამო არაერთხელ მიმართეს ქალაქის ხელმძღვანელობას, თუმცა, უშედეგოდ.

27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/160297/

მასალების გადაბეჭდვის წესი