ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ბლოგერი სასამართლოს წინაშე წარსდგება

4 აპრილი, 2014 • • 1899
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ბლოგერი სასამართლოს წინაშე წარსდგება

უახლოეს მომავალში კი მამედოვის საქმე განსახილველად ბაქოს სასამართლოში შევა. 

 

19 წლის ომარ მამედოვს ბრალი ნარკოტიკის უკანონო შენახვასა და გამოყენებაში ედება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და თავს პოლიტიკური მოსაზრებებით ბრალდებულს უწოდებს. 

 

ის მიმდინარე წლის 24 იანვარს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით სამართალდამცავებმა მას 6 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. თავად მამედოვი ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მისი ჩხრეკა ადვოკატის გარეშე ჩატარდა და პირველადი დაკითხვის დროს უარი ეთქვა სახელმწიფო ადვოკატის მომსახურებაზე. 

 

ომარ მამედოვი არის ახალგაზრული მოძრაობის “ახინ”-ის (“ნაკადი”) ხელმძღვანელი და პარტია “სამოქალაქო სოლიდარობის” წევრი. გარდა ამისა, როგორც გამოცემა contact.az წერს, მისი გვერდი და კარიკატურები სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს.

ომარ მამედოვი
ომარ მამედოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი