ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის – ილია II სოხუმის დაცემაზე

დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება, ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა, – ეს განცხადება ილია მეორემ 27 სექტემბრის ქადაგებისას გააკეთა.

ქადაგების შემდეგ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შეასრულა პანაშვიდი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ:

“ღმერთმა ნათელში ამყოფოს საუკუნითგან გარდაცვალებულნი ჩვენი წინაპრები, აფხაზეთის ომში მოწყვეტილნი, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ!”

დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.