2 გრამი MDMA-ს ფლობაზე მსჯავრდებული მამუკა ბერძენიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა

2 გრამი MDMA-ს ფლობაზე მსჯავრდებული მამუკა ბერძენიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძენიშვილის მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ავრცელებს.

ბერძენიშვილი ერთ-ერთია იმ 111 მსჯავრდებულს შორისა, რომელიც პრეზიდენტმა დღეს, 27 სექტემბერს შეიწყალა.

28 წლის მამუკა ბერძენიშვილს  სასამართლომ MDMA-ს ფლობისთვის (სსსკ-ის 260 მუხლი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “ნეტგაზეთს” დაკავებულის დამ და ადვოკატმა განუცხადეს, მამუკას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა 2 გრამი კლუბური ნარკოტიკი, რაც არსებული კანონმდებლობით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

ბერძენიშვილის მხარდასაჭერად თბილისში მედიის წარმომადგენლებმა აქციაც გამართეს. ჟურნალისტების ჯგუფი პრეზიდენტს ბერძენიშვილის შეწყალებას სთხოვდა:

“მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებით სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით” ,– ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

ვრცლად მამუკა ბერძენიშვილის საქმის შესახებ წაიკითხეთ:

8-წლიანი პატიმრობა 2 გრამი MDMA-ს ფლობისთვის – მამუკა ბერძენიშვილის ისტორია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.