ახალი ამბებიკომენტარი

ყველა ჩვენგანს შეიძლება დაემართოს მსგავსი – თეო ხატიაშვილი სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

26 სექტემბერი, 2018 • 4258
ყველა ჩვენგანს შეიძლება დაემართოს მსგავსი – თეო ხატიაშვილი სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

“ყველანაირი ემპათიის და სოლიდარობის განცდა დაგვიჩლუნგდა”, -ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის შემდეგ.

“მესმის ესეც, ქუჩებში დგომით, აქციებით გავიდა ცხოვრება, ფაქტიურად, და ადამიანებს სხვა ინტერესებიც აქვთ, მაგრამ ყველა ჩვენგანს შეიძლება დაემართოს მსგავსი ტრაგედია, ამიტომ ახლა უნდა გამოვიჩინოთ მეტი გულისხმიერება”, – ამბობს ის.

პარლამენტთან მიმდინარეობს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია. დღეს მათ პოლიტიკოსებს მოუწოდეს მხარდაჭერისკენ, რის შემდეგაც პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” და ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ლიდერები მივიდნენ.

ზაზა სარალიძე , რომლის არასრუწლოვანი  შვილი გასული წლის დეკემბერში მოკლეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც პანკისში სპეცოპერაციის დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა, უკვე თვეებია მართავენ აქციებს და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი