ახალი ამბები

“რუსთავი 2”-ის ყოფილი პროექტი ამჯერად “პირველ არხზე” გავა

26 სექტემბერი, 2018 • 3399
“რუსთავი 2”-ის ყოფილი პროექტი ამჯერად “პირველ არხზე” გავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, “პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგაპროექტი “საქართველოს ვარსკვლავი” გავა, რომლის გამარჯვებულიც 2019 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პროექტის ეთერში გასვლაზე თანხმობა დღეს, 26 სექტემბერს, განაცხადა. პროექტს განახორციელებს კომპანია “ნოვა პროდაქშენსი“, რომლის მფლობელები არიან გიორგი ხაბურძანია და დემნა ჯაფარიძე.

აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში რუსთავი 2-ისთვის ამზადებდა შოუებს: “საქართველოს ვარსკვლავი”, “ნიჭიერი”, “ექიმები” და ა.შ.

ხაბურზანია-ჯაფარიძის გუნდმა “რუსთავი 2” 2017 წელს დატოვა და “იმედზე” გადაინაცვლა, სადაც მოამზადა “ნიჭიერისა” და “ექიმების” მხოლოდ ერთი სეზონი. როგორც აღმოჩნდა, სწორედ მათი კომპანია ფლობდა სხვადასხვა შოუს ეთერში გაშვების ლიცენზიებს. რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მაშინ ყოფილი თანამშრომლების ეს ქმედება ხელისუფლების მიერ მართულად მიიჩნია, რომლის მიზანიც ტელეარხის დასუსტება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი