ახალი ამბები

2019 წლიდან ყველა ტაქსისთვის თეთრი ფერი სავალდებულო გახდება – კალაძე

26 სექტემბერი, 2018 • 17036
2019 წლიდან ყველა ტაქსისთვის თეთრი ფერი სავალდებულო გახდება – კალაძე

2019 წლის ოქტომრიდან ყველა ტაქსისთვის თეთრი ფერი სავალდებულო გახდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 26 სექტემბერს, გამართულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, ტაქსების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

“ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ის სავალდებულო ფერი. ასევე, 2019 წლის ოქტომრობრიდან სამკარიანი და მარვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ქალაქში კი გამოიყოფა სპეციალური ადგილები პარკირებისთვის, რომელიც იქნება ტაქსებისთვის უფასო.

ავტომობილებზე იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადიგლები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და, რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. გარდა ამისა, მერია დაამზადებს ტაქსებსითვის მანათობლებს, რომლებიც ტაქსების მეპატრონეებს გადაეცემათ უფასოდ. პირველი გადაცემა იქნება უფასოდ, დაზიანების შემთხვევაში, მათ მოუწევთ თავად შეიძინონ მანათობელი”, – ამბობს კალაძე.

კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება და ამ ეტაპზე 6200 ნებართვაა გაცმული.  მისივე თქმით, ამა წლის პირველი ოქტომბრიდან, სერსივისის გაწევა ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება, ამ შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარს შეადგენს.

მინდა შეგახსენოთ, რომ ტაქსტების რეგისტრაცია გრძელდება, ამ ეტაპზე გაცმეულია 6200 ნებართვა. ნებართვის აღება ძრავიანი მანქანაბეისთვის 100 ლარია, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის – უფასო.

მანქანის შეღებვის ფასი თბილისში – ის, რაც ტაქსისტებმა უნდა იცოდნენ

გარეკანი ფოტო: სქრინშოტი დედაქალაქის მთავრობის სხდომის ჩანაწერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი