ახალი ამბები

უზნაძის ქუჩის გადათხრიდან ორი თვის შემდეგ, კალაძე შემსრულებელ კომპანიას იბარებს

26 სექტემბერი, 2018 • 2897
უზნაძის ქუჩის გადათხრიდან ორი თვის შემდეგ, კალაძე შემსრულებელ კომპანიას იბარებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა, რომელმაც უზნაძის ქუჩა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გადათხარა და ამ დრომდე ასე აქვს მიტოვებული.

ამის მიზეზი, კალაძის თქმით, ისაა, რომ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები პირველი აგვისტოდან შეჩერებულია:

“ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი