ახალი ამბები

მერია თბილისში საკომუნიკაციო რუკის შექმნას აპირებს

26 სექტემბერი, 2018 • 1541
მერია თბილისში საკომუნიკაციო რუკის შექმნას აპირებს

მერია თბილისში საკომუნიკაციო რუკის შექმნას აპირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 26 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რუკის არარსებობის პირობებში, გუშინ, 25 სექტემბერს, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს ინტერნეტის კაბელი დაზიანდა, რის გამოც სახელმწიფო უწყებებს ნახევარი დღის განმავლობაში ინტერნეტი არ მიეწოდებოდა.

“ეს კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი გეგმა ან სქემა მიწისქვეშა თბილისის. ჯერ კიდევ ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო საკუთრებაში ვიღაც რაღაც პროექტს ახორციელებდა, მიწის ამოღების დროს აზიანებდა ხაზებს და ნახევარ თბილისს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა”, – ამბობს კალაძე.

როგორც მთავრობის სხდომაზე განმარტეს, მერია შესაბამის კომპანიებთან შეხვედრას დღეიდანვე დაიწყებს და ეტაპობრივად, ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად აღწერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი