ანონსი – 26 სექტემბერი

გთავაზობთ 26 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:40 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ-მარიოტში”, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებით, მდგრადი დაფინანსების საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და IFC-ის რეგიონული მენეჯერი კავკასიაში იან ვან ბილსენი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მისასამართი: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო “ქორთიად-მარიოტი”.

09:45 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”, შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

10:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. შეხვედრის ადგილი: ჟ. შარტავა N7.

10:00 საათზე, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართება. მისამართი: ბორჯომი, სასტუმრო “Crowne Plaz”.

10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მონაწილეების პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: წერეთლის გამზირი N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49. საკონტაქტო: 593534524.

10:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ვორკშოპი „ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება,“ რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრებიან. თემა: “იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება”. მის.: ფურცელაძის ქ. N3ა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სმარტლაბის SMART|SmR_lab (School meets Research) შექმნის განზრახულობათა დოკუმენტს მოეწერება ხელი. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი სებასტიან შმიდტი და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი. მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

10:30 საათზე, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში, ადვოკატები ლევანი აფრასიძე და ირაკლი ჩომახაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არაადამიანური მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებებში – ჯალათები კვლავ სისტემაში რჩებიან და უფრო მაღალ თანამდებობებზე წინაურდებიან; კონკრეტული ისტორია N8 პენიტენციალური დაწესებულებიდან. მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. N19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან”, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

10:30 საათზე, სასტუმრო “ჰუალინგ თბილისში” სტარტს აიღებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები – 2018″. კონფერენციის ორგანიზატორია “საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი”. საკონტაქტო პირი: თეონა ბერუაშვილი – 555548118.

11:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი – “სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა” გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: გუდიაშვილის ქ. N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.

11:30 საათზე, ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა –  სააფთიაქო ნარკოტიკი.

11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათაბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული).

11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა”. მისამართი: წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49. საკონტაქტო: 593534524.

11:30 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მეუფე გიორგი ჯანმდელიანი, ნიკოლოზ მჟვანაძე, შოთა გლურჯიძე, გურამ ფალავანდიშვილი, დავით ლილუაშვილი, ზაზა დავითაია და სხვები) ბრიფინგი 5 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. აქცია ტარდება საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით.

12:00 საათზე, გორის რაიონის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ქერეში, ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ოტარ კახიძე მოსახლეობას ხვდება. თემა – საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის პრობლემები.

12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:00 საათზე, გორის რაიონის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ქერეში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მოსახლეობას შეხვდება. თემა: საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის პრობლემები.

12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველებისა” და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით შეხვედრა გაიმართება. თემა: “ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა” (კონფლიქტიდან 25 წელი). თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის საკითხებზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ზეპირ მოსმენას გამართავს. თბილისი, C კორპუსი, ოთახი N534.

12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221.

13:00 საათზე, სასტუმრო “იოტაში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ტუროპერატორებს შეხვდება. თემა: “საქართველო, როგორც მზარდი ტურისტული ქვეყანა მსოფლიო რეიტინგებში”.

15:00 საათზე, “ძალა ერთობაშიას” ლიდერები მამუკა გამყრელიძე და ზურაბ ხარატიშვილი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდებიან. თემა: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისამართი: აღმაშენებლის N150 საკნტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე – 551662525.

15:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, CSR კლუბის საერთო კრება გაიმართება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ დისკუსიას გამართავენ. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი – 599512215.

15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, კომიტეტთან არსებული “სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული).

16:00 საათზე, სათემო ორგანიზაცია “ახალი ვექტორი” უერთდება გლობალურ კამპანიას ტუბერკულოზის წინააღმდეგ სოლიდარობის აქციას გამართავს. აქციაზე ერთად მოიყრიან თავს “ახალი ვექტორის” წევრები, ყოფილი პაციენტები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები. აქციის მსვლელობისას პოსტერებზე დატანილი იქნება ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგიის 5 ძირითადი სვეტი, რომელსაც გაერო ეფუძნება. ასევე, ღონისძიების მთავარი სლოგანი და ზოგადი ინფორმაციის შემცველი ფაქტები ტუბერკულოზის შესახებ. აქციის გზავნილია – გავერთიანდეთ საერთო ქოლგის ქვეშ. საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი – 599119999.

16:00 საათზე, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ორგანიზებით, პროგრამის “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით აშენებულ საწარმოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში, კარლო ნატალე და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ეწვევიან. მისამართი: ფონიჭალა, ვაგზლის ქ. N15ა საკონტაქტო პირი: ლელა გოგოლაძე – 598668806.

17:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.