ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანიდან და ყარაბაღიდან ჯარისკაცები დაიღუპნენ

2 აპრილი, 2014 • • 1632
კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანიდან და ყარაბაღიდან ჯარისკაცები დაიღუპნენ

აღნიშნულის შესახებ გამოცემა “კავკაზსკი უზელი” იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 

 

31 მარტს გამყოფი ზოლის სამხრეთ ნაწილში ნაღმი სამხედრო დავალების დროს აფეთქდა, რა დროსაც მთიანი ყარაბაღის არმიის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 

 

სომხეთის მხარის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

 

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30-დან 31 მარტის ჩათვლით არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი. სომხეთის ამავე უწყების ცნობით კი, 30 მარტს აღნიშნული დარღვევების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი