ახალი ამბები

ანონსი: 25 სექტემბერი

24 სექტემბერი, 2018 • 1673
ანონსი: 25 სექტემბერი

ნეტგაზეთი გთავაზობთ სამშაბათს, 25 სექტემბერს, ჩასატარებელი ღონისძიებების ანონსს:

10:30 — საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის მიერ საბჭოსა და საზმაუს პროფკავშირის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს სავარაუდო წაშლის საქმის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

10:30 — “რედისონ ბლუ ივერიაში” არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს, რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

10:45 — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (მისამართი: ინოვაციების ქ. 7,ოქროყანა) „პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტი“ გაიმართება.

11:00 — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების თემაზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა

12:00 — ურეკში  (კულტურის სახლი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.

18:30 — მწერალთა სახლში გაიმართება საღამო “ბორის პასტერნაკი და ნობელის პრემია”

მასალების გადაბეჭდვის წესი