ახალი ამბები

სამსუნგის დასაკეცი Galaxy F, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება

24 სექტემბერი, 2018 • 3737
სამსუნგის დასაკეცი Galaxy F, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება

ჟურნალი ფორბსის ინფორმაციით, სამსუნგი, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს, მასობრივად აწარმოოს სმარტფონის ახალი მოდელი Galaxy F.

Galaxy F დასაკეცი სმარტფონი იქნება — ის დამზადებული იქნება პოლიიმიდისგან — თბომედეგი პოლიმერული მასალისგან.

ფორბსის  ვარაუდით, სმარტფონის ფასი დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი იქნება.

სამსუნგის ახალი მოდელის გამოსვლას ნოემბერში ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი