ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

24 სექტემბერი, 2018 • 3001
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე თანამდებობიდან გადაყენებულია.

იმედაძის მოვალეობას 3 თვით შეასრულებს ლევან გოფოძე.

ცვლილება, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, 21 სექტემბერსაა ასახული.

იმედაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკური საავადმყოფოს მფლობელმა, “კლინიკების განვითარების კომპანიამ”. ეს კომპანია საპარტნიორო ფონდის შვილობილია. ამჟამად საავადმყოფო სწორედ ამ ფონდის ბალანსზეა.

რამდენიმე დღის წინ საპარტნიორო ფონდმა მოითხოვა საავადმყოფოს ფინანსური მენეჯმენტის სრული შემადგენლობით გადადგომა და აუდიტის მიერ დაწესებულების ფინანსური ანგარიშების შემოწმება.

ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე აცხადებდა, რომ “რესპუბლიკურში” ბევრი დარღვევაა, თუმცა ამის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია.

იმედაძე უარყოფს საგანელიძის ბრალდებებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ცვლილება

მასალების გადაბეჭდვის წესი