ახალი ამბები

კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა — BMG

24 სექტემბერი, 2018 • 4616
კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა — BMG

გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა.

როგორც კვირიკაშვილმა უთხრა BMG-ს, იგი უზბეკეთის მთავრობას დაეხმარება საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში.

მისი თქმით,  EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.

კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა საქართველოს პრემიერის პოსტს.

მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.

“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდა EBRD-ს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი