ახალი ამბები

ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონია

24 სექტემბერი, 2018 • 4002
ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა გაიმარჯვა. 22 წლის ქართველმა სპორტმსენმა ფინალში კუბელი ესლი გონსალესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა თურქ მიქაელ ოზერლერს, რუს მიხაილ იგოლნიკოვს და ისლანდიელ ეგილ ბლონდალს მოუგო.

ნიკოლოზ შერაზადიშვილისთვის ეს პირველი ოქროს მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე მას ორი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

  •  ნიკოლოზ შერაზაიშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის მესამე საფეხურზეა 4141 ქულით. რეიტინგის მიხედვით, მასზე წინ მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი (4207) და სერბი ალექსანდრ კუკოლია (4770).
  • რეიტინგის განახლების შემდეგ  ნიკოლოზ შერაზადიშვილმა შესაძლოა ბექა ღვინიაშვილს გადაუსწროს და მეორე საფეხურზე ავიდეს, რადგან ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და საქართველოში მედლის გარეშე ბრუნდება.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი