ნარკოტიკების წარმოებაზე საუბარი არ იყო და ამას დავამტკიცებთ – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მცენარე კანაფისგან დამზადებული სამედიცინო პროდუქტებისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების კანონპროექტის შესახებ საზოგადოებას “არასწორი ინფორმაცია მიეწოდა”.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი არ არის ნარკოტიკული საშუალების წარმოება-ექსპორტზე.

“ჩვენ მოვისმინეთ საპატრიარქოს განცხადება და ჩვენთვის აბსოლუტრად გასაგებია, გამომდინარე იმ აღელვებიდან, რომელიც დაფიქსირდა საზოგადოებაში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩენთვის მნიშნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

როდესაც გარკვეული ინციატივა იღებს უარყოფით დატვირთვა საზოგადოების აღქმაში, ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია და სულ მცირე ის მაინც უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არცერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა  და გავრცელებაზე. ესაა ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს აუცილებლად დავუმტკიცებთ საზოგადოებას. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, როგორც არ უნდა გაგრძელდეს კანონპროექტის მიღებისა და განხილვის პროცესი”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com