ახალი ამბები

სამგორში ხანძრის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

24 სექტემბერი, 2018 • 1783
სამგორში ხანძრის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 40 კვ.მ ფართობი დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის ორ ოთახში იყო გავრცელბული.  ძლიერი დაკვამლიანების გამო  მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ჩასაქრობად 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი