ახალი ამბები

კახეთში 70 წლის კაცი ჭაჭის ავზში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა

24 სექტემბერი, 2018 • 1049
კახეთში 70 წლის კაცი ჭაჭის ავზში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა

დღეს დილით თელავში, სოფელ ხოდაშენში, 70 წლის კაცი საკუთარ ეზოში ჭაჭის ავზში ჩავარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მისულ მაშველებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც “რეგინფოს” ადგილობრივებმა უთხრეს, ჭურჭელში მცირე რაოდენობით ჭაჭა იყო დარჩენილი და კაცი მის ამოღებას აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი