ერევნის მერის არჩევნებში ფაშიანიანის კანდიდატმა მსახიობმა გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა 23 სექტემბერს გამართული ერევნის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები.

არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის მიერ მხარდაჭერილმა ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი”  ხმების 81,06%-ით (294 109 ხმა) გაიმარჯვა. სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ერევნის მერად ინიშნება გამარჯვებული პარტიის წევრი.

ერევნის მერი იქნება კომედიური ჟანრის მსახიობი, შოუმენი, სცენარისტი და პროდიუსერი ჰაიკ მარუტიანი, რომელიც თანამდებობას, საკანონმდებლო პროცედურების თანახმად, 10 ოქტომბრიდან დაიკავებს.

ამომრჩეველთა აქტივობამ 43,65% (370323 ამომრჩეველი) შეადგინა.

არჩევნებამდე სომხეთში პოლიტიკური მიმომხილველები ამბობდნენ, რომ ერევნის მერის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც შედეგები ნიკოლ ფაშინიანის მიმართ საზოგადოების უცვლელ მხარდაჭერას აჩვენებს. სომხეთში სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჩანაწერების გავცელებას ექსპერტების ნაწილი სწორედ მოახლოებულ არჩევნებსა და ნიკოლ ფაშინიანისთვის რეიტინგის შემცირების მცდელობას უკავშირებდა.

ნიკოლ ფაშინიანი, ჰაიკ მარუტიანი; ფოტო: news.am

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი