ახალი ამბებიხელოვნება

ვეფხისტყაოსნის ჭედური ყდის წარდგენა და გუჯი ამაშუკელის დაბრუნება 44 წლის შემდეგ

23 სექტემბერი, 2018 • 5208
ვეფხისტყაოსნის ჭედური ყდის წარდგენა და გუჯი ამაშუკელის დაბრუნება 44 წლის შემდეგ

24 სექტემბერს, 18:00-ზე სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში “ვეფხისტყაოსნის” უნიკალაური ხელნაწერის წარდგენა და სპეციალურად მისთვის შექმნილი ჭედური ყდის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად 44 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოს ყდის ავტორი, მოქანდაკე გუჯი ამაშუკელი ესტუმრება, რომელიც, ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

ჭედური ყდა ცნობილი სკულპტორის პირველი სამუზეუმო ნაკეთობაა, რომელიც 2017-18 წლებში, სპეციალურად საქართველოსთვის, თბილისსა და პარიზში შეიქმნა. ის 20-მდე ძვირფას ქვას, მათ შორის, მეტეორიტის ქვებს, ამეთვისტოს, მთის ბროლსა და შევარდნის თვალს შეიცავს.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოქანდაკე გუჯი ამაშუკელი ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის, ასევე საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერია.

პრეზენტაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში, „ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. მან საბჭოთა კავშირი 1974 წელს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს დახმარებით დატოვა, რადგან მისი საქმიანობით ფრანგული მხარეც იყო დაინტერესებული.

ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, მედალიონები, სამკაულები და სხვა ნაკეთობები ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისა და სხვა მუზეუმებშია დაცული.

მასალების გადაბეჭდვის წესი