ახალი ამბები

“კანაფის კულტივაციის ნაწილში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო” – მამუკა ბახტაძე

22 სექტემბერი, 2018 • 1964
“კანაფის კულტივაციის ნაწილში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო” – მამუკა ბახტაძე

პრემიერის , მამუკა ბახტაძის თქმით, კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე მუშაობისას  საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია  იყო საჭრო. აღნიშნული ბახტაძემ ტელეკომპანია “იმედის” ნაწილში განაცხადა.

ბახტაძე ასევე დასძენს, რომ სანამ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინტენსიური დიალოგი არ შედგება, ხელისუფლება ინიციატივას “ფორსირებას არ გაუწევს”.

“ჩვენ დავამუშავეთ მოხმარების ძალიან მკაცრი რეგულაციის დოკუმენტი, სადაც გაწერილია თითოეული რისკი, რომელიც შეიძლება ახლდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას და აქვე ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის ამ რეგულაციების შემოღებით მთავარი პრიორიტეტი გახლთათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა. განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობა.

ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებასთან, სანამ არ მოხდება ინტენსიური დიალოგის წარმოება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ჩვენ, რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ჩვენ, ბუნებრივია, მას ფორსირებას არ გავუწევთ,” – ამბობს მამუკა ბახტაძე.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 16 სექტემბერს გადაიდო, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი