ახალი ამბები

თბილისში აქცია “SoS მოწამლული ჰაერი” გაიმართა – [ფოტო]

22 სექტემბერი, 2018 • 3112
თბილისში აქცია “SoS მოწამლული ჰაერი” გაიმართა – [ფოტო]

თბილისში ,დღეს 22 სექტემბერს საპროტსტო აქცია სახელწოდების “”SoS მოწამლული ჰაერი”  გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებისგან ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებასა და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გამკაცრებული ტექდათვარიელების ნორმების დაუყონებლივი აღსრულებაა.

ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება , კერძოდ კი “მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება (ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული პრაქტიკაში არ ხორციელდება)”.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციის წევრები ითოხვნდენ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტის მეშვეობით უნდა შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება.

ამასთანავე, აქციის წევრები მოითხოვდნენ, რომ მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად მოხდეს.

“წარდგენილი კანონიერი მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ კონკრეტული გეგმა თუ როგორ და რა ბერკეტებით განახორციელებენ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას,” – განმარტავენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი